ინციდენტი თბილისი-გუდაურის გზაზე - მძღოლები პოლიციას დაუპირისპირდნენ

24.09.21 11:57
ინციდენტი თბილისი-გუდაურის გზაზე -  მძღოლები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ხმაური და დაპირისპირება თბილისიდან გუდაურისკენ მიმავალ გზაზე - სატვირთო ავტომობილების მძღოლები სამართალდამცველებისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვდნენ,  რატომ ვერ გადაადგილდებოდნენ საზღვრის მიმართულებით. 

ტრაილერის მძღოლების განმარტებით, გაურკვეველმა მიზეზმა მძღოლების გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც დაპირისპირება მოხდა. კონფლიქტის მონაწილეები ამბობდნენ, რომ სამართლადმაცველებმა ადგილზე შეზღუდვების მიზეზი არ აუხსნეს და მხოლოდ ის უთხრეს, რომ ბრძანება იყო და საზღვრამდე მისვლას ვერ შეძლებდნენ.

მსგავსი სიახლეები