62 წლის მწყემსის განზრახ მკვლელობის ბრალდებით 26 წლის კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.- ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს", - წერია შსს-ს განცხადებაში.
ცნობისთვის, მკვლელობა თიანეთში მოხდა. 62 წლის კაცი, რომელიც მწყამსად მუშაობდა ცივი იარაღით მოკლეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.