თავდასხმა დმანისში - დაკავებულის ადვოკატი ფსიქიატრიულ ექსპერტიზას ითხოვს

24.09.21 11:45
თავდასხმა დმანისში  - დაკავებულის ადვოკატი ფსიქიატრიულ  ექსპერტიზას ითხოვს

დმანისში მომხდარი  თავდასხმის საქმეზე 28 წლის დავით დაუთაშვილის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს.  ადვოკატის თქმით, დაუთაშვილი აღიარებს დანაშაულს, თუმცა ამბობს, რომ ქმედება აფექტურ მდგომარეობაში ჩაიდინა. დაუთაშვილის მტკიცებით, 2 პირი მას შემდეგ დაჭრა, რაც დაინახა, რომ მამამისს თავს ესხმოდნენ. 

გამოძიებით დადგინდება ამ დანაშაულის ჩადენის მომენტში მისი ფისქიკური მდგომარეობა, იმყოფებოდა თუ არა ფსიქიკური აშლილობის მდგომარეობაში. როგორც ის განმარტავს, როცა ჩხუბი იყო, დაინახა, რომ მის მამას სცემდა რამდენიმე პირი და შემდეგ ამ მგომარეობაში წავიდა მამის დასახმარებლად", - ამბობს დავით დაუთაშვილი. 

დმანისში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების დაჭრის ფაქტზე დაკავებულ დავით დაუთაშვილს ბრალდება 23 სექტემბერს  წარედგინა. 

პროკურატურის ინფორმაციით, სოფელ განთიადში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრისას წარმოშობილი კონფლიქტის დროს დაუთაშვილმა დანის გამოყენებით, პოლიტიკური მოტივით, ორ პირს ჭრილობები მიაყენა.