ძლიერი წვიმა თბილისში - სამგორში რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

24.09.21 12:00
ძლიერი წვიმა თბილისში - სამგორში რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

თბილისში ძლიერმა წვიმამ და ქარმა საცხოვრებელი სახლები დააზიანა.  სამგორში რამდენიმე ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. სტიქიისგან დაზარალებული ოჯახები დროებით საცხოვრებელში გადაიყვანეს.

მოგლეჯილია ხეები, დააზიანებულია ელექტროკაბელები, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია მთელი ღამის განმავლობაში არ მიეწოდებოდა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა დედაქალაქის სხვა უბნებშიც.

მსგავსი სიახლეები