"რატომ გამიკეთეს ასეთი რაღაცა, ქუჩაში ვერ გავდივარ" - ლექსო ლაშქარავას დედის კომენტარი (ვიდეო)

24.09.21 13:01
"რატომ გამიკეთეს ასეთი რაღაცა, ქუჩაში ვერ გავდივარ" - ლექსო ლაშქარავას დედის კომენტარი (ვიდეო)

ლექსო ლაშქარავას დედის პირველი ინტერვიუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხმაურიანი დასკვნის შემდეგ. თინა ლაშქარავა "პირველებთან" ამბობს, რომ ახლა პრაქტიკულდ დადასტურდა ის, რაზეც აქამდე  საუბრობდნენ. გარდაცვლილი ოპერატორის დედის თქმით, კადრების გამოქვეყნებით იმდენად დიდი ფსიქოლოგიური სტრესი მიიღო, რომ ქუჩაში გასვლაც უჭირს. 

მე ხომ არ ვუყურებდი მაშინ ტელევიზორს, თურმე, რა კადრებს ავრცელებდნენ, რად უნდოდათ, რას აძლევდათ ამით, მე თვითონ ვიძახოდი, კაცის მკვლელი იყოს, ჩაწერეთ, რატომ გამიკეთეს ესეთი რაღაცა. მე რომ ქუჩაში ვერ გავდივარ იმიტომ, რომ ხალხი ზოგი რას დაიჯერებს, ზოგი რას.

მე არ ვიცი, რა რას იწვევს და რომ მორფინი აღმოაჩნდებოდა? რათ უნდოდა თქმა, 3 დღე მორფს უკეთებდნენ. რატომ უკეთებდნენ ამ მორფს, თუ არ სჭირდებოდა საავდამყოფოში, ესე იგი, იყო გაუსაძლისი ტკივილი", - ამბობს თინა ლაშქარავა. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა  შსს-ს მიერ  „ტვ პირველის“ გარდაცვლილი  ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გადაადგილების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გასაჯაროება პერსონალური მონაცემების დაცვის დარღვევად შეაფასა, რის გამოც სამინისტრო 2 000 ლარით დააჯარიმა.