200 000 ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა - ტიკარაძე
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის, მტკიცებით, ქვეყანაში ვაქცინის გაფუჭების რისკები არ არსებობს, ამავდროულად მინისტრი აღნიშნავს, რომ 200 000 ვაქცინას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა.
გაფუჭებული არ არის არც ერთი ვაქცინა, ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა, ეს არის დაახლოებით 200 000 ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც ჩვენ გვაქვს. მაგრამ ამასთან დაკავშირებით ასევე მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, სადაც FDA აღნიშნავს, რომ "ფაიზერის" ვაქცინებს გაუხანგრძლივდათ ვადა 3 თვით და მათი ვარგისიანობა 6 თვიდან გაზრდილია 9 თვემდე, აქედან გამომდინარე ეს რისკი არც არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულადაა მოხსნილი", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.