მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება ყველგან - ამირან გამყრელიძე

24.09.21 16:35
მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება ყველგან - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის, თქმით, კორონავირუსის მე-5 ტალღა მთელს მსოფლიოშია მოსალოდნელი. გამყრელიძის პროგნოზით, შემდეგი ტალღა მძიმე იქნება, თუ ვაქცინირებულთა რიცხვი არ გაიზრდება.

მე-5 ტალღა აუცილებლად იქნება ყველგან, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთანაც, თუ ავიცრებით მაქსიმალურად და გვექნება კარგი მოცვის მაჩვენებელი, მე-5 ტალღა იქნება შედარებით მსუბუქი, თუ არ ავიცრებით, მაშინ მე-5 ტალღა იქნება მძიმე", - ამბობს გამყრელიძე.