კობახიძის მტკიცებით, გახარიას კოკაინი თანაპარტიელმა ქალმა გაასინჯა

24.09.21 17:00
კობახიძის მტკიცებით, გახარიას კოკაინი  თანაპარტიელმა ქალმა გაასინჯა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, კვლავ ამტკიცებს, რომ  გიორგი გახარია ნარკოდამოკიდებულია.  კობახიძის მტკიცებით, ქალი, რომელმაც ყოფილ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას კოკაინი გაასინჯა, თბილისის საკრებულოს სიაშია.

ქალი არის თბილისის საკრებულოს სიაშია. თუმცა გვარის დაკონკრეტებას მოვერიდები. ის არც არასდროს ყოფილა ,,ქართული ოცნების" წევრი, მაგრამ ის არის საკრებულოს სიაში გახარიას პარტიიდან. უტყუარია ეს ინფორმაცია - გვაქვს ეს ინფორმაცია. ქალბატონს ეხება საქმე, მძიმე შემთხვევაა და მოვერიდები, რომ მისი სახელი დავასახელო", - ამბობს კობახიძე.

 

მსგავსი სიახლეები