გელათი სავალალო მდგომარეობაშია - კულტურის სფეროს წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

06.04.25 15:49
გელათი სავალალო მდგომარეობაშია - კულტურის სფეროს წარმომადგენლები საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

კულტურის და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები გელათის განადგურების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვენ. მათი თქმით, თუ კომისია ობიექტურად და პოლიტიკური მიკერძოების გარეშე იმუშავებს, გაირკვევა, რატომ ჩავარდა ტაძრის გადახურვის სამუშაოები, რამაც გელათი სავალალო მდგომარეობაში ჩააგდო. მიიჩნევენ, რომ დასადგენია, ვინ დაუშვა შეცდომა, ვინ შეცვალა რეაბილიტაციის გეგმა შუა გზაში და რატომ არ გაითვალისწინეს იუნესკოს რეკომენდაციები.

წინ გადადგმული ნაბიჯია, რომ 5 წლის თავზე "ქართული ოცნების" გუნდმა აღიარა, რომ გელათის თავს ეროვნული ტრაგედია ტრიალებს. გელათი არის განადგურების პირას მისული. აქამდე თუ ისინი ტექნიკურ ხარვეზად აფასებდნენ იქ ამ უმძიმეს მდგომარეობას, დღეს უკვე საუბრობენ, რომ საშვილიშვილო საქმე უნდა გაკეთდეს და უნდა გადავარჩინოთო... დღეს თუ ქართული საზოგადოება, პოლიტიკური სპექტრი, რაიმე ტიპის გამოძიებაზე უნდა საუბრობდეს პარლამენტის ფარგლებში, ეს გახლავთ გელათის გარშემო არსებული პრობლემების გამოძიება სპეციალური საგამოძიებო კომისიით, - ამბობს "ძლიერი საქართველოს" წევრი დეა მეტრეველი.

კობახიძემ გუშინ კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე პასუხისმგებლობა თითქოს აიღო, მაგრამ წულუკიანის დაშვებული შეცდომების აღიარება არც უცდია. ეგრეთ წოდებულ  პრემიერს პრობლემური წარსულის დაფარვა მომავლის ოპტიმისტური ხედვით სურს.

მსგავსი სიახლეები