სასამართლოში მიყვანილ სინდისის პატიმრებს დენმა დაარტყა-მოსამართლემ დარბაზი შეცვალა

07.04.25 13:10
სასამართლოში მიყვანილ სინდისის პატიმრებს დენმა დაარტყა-მოსამართლემ დარბაზი შეცვალა

სასამართლოში მიყვანილ სინდისის პატიმრებს დენმა დაარტყა, რის გამოც, მოსამართლე იძულებული გახდა სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული განხილვა შეეწყვიტა.

საათზე მეტია, მესამე დარბაზში ელექტრიკოსები მუშაობენ. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება, დარბაზი შეეცვალა.

ელექტროშოკის ეფექტი საკუთარ თავზე  ნიკოლოზ ჯავახიშვილმა  და ვეფხია კასრაძემ გამოსცადეს. ამის შემდეგ, ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა სხდომა ან გადადებულიყო, ან დარბაზი შეცვლილიყო.

მე დღეს ვზივარ იმ პროცესზე, სადაც ორ ბრალდებულებს დენი ურტყამს. როგორ ვთქვა, რომ მე ვარ ადვოკატი, როცა ვიცი, რომ მათ დენი ურტყამთ და მათ სიცოცხლეს საფრთხე ექმნებათ; ვიცი, რომ ეს პრობლემა ამ დარბაზში ექვსი წელია არის, მაგრამ მინდა, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის უსაფრთხოება დაცული იყოს“, - განაცხადა სასამართლო  სხდომაზე  ნიკოლოზ ჯავახიშვილის ადვოკატმა.

დარბაზი, რომელშიც პროცესის განახლების გადაწყვეტილება მიიღეს, იმდენად პატარაა, რომ სინდისის პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილმა შესვლა ვერ მოახერხა, რის გამოც უკმაყოფილება გამოთქვეს.

გადადებული სხდომა რამდენიმე წუთის წინ განახლდა. დღეს ბრალდების და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვას იტყვიან, რის შემდეგაც სიტყვის თქმისა უფლება ბრალდებულებსაც მიეცემათ. ამის შემდეგ კი მოწმეების გამოკითხვა დაიწყება.

 

 

მსგავსი სიახლეები