შსს მორიგ სკანდალში ეხვევა - პოლიციელებმა ჯარისკაცი სასტიკად სცემეს
გომელაურის უწყება კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა - პოლიციელებმა ჯარისკაცი სასტიკად სცემეს. ჯემალ კობალაძის მტკიცებით, სამართალდამცველები მას თბილისის ცენტრში, აღმაშენებლის გამზირზე პოლიციის განყოფილებასთან გაუსწორდნენ, შემდეგ კი ფიზიკურად პოლიციის შენობაში იძალადეს.
ჯარისკაცი დახმარებას გამვლელებს სთხოვდა. შემთხვევის ადგილთან არაერთი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული.
ვარდების ბაღთან გააჩერეს, ჩასვენს მანქანაში, თხოვდნენ საბუთების წარდგენას, მაგრამ არ ჰქონდა. შემდეგ სურათის გადაღება უნდოდათ და არ გადავაღებინეთო. მანქანა რომ დაიძრა გვერდებში მირტყამდნენო, ხელები გადამიგრიხეს, მაგინეს და ხელიც დამარტყესო"- აცხადებს "ტვ პირველთან" გიორგი გაბედავა.