შოკისმომგვრელი კადრები - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელები შოპინგზე წავიდნენ (ვიდეო)

25.09.21 21:05
შოკისმომგვრელი კადრები - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ თავდამსხმელები შოპინგზე წავიდნენ (ვიდეო)

"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, თბილისში, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ, ორივე თავდამსხმელი, აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბაზრობაზე, საყიდლებზე წავიდა.

"შაბათის ეთერმა" თბილისში დამონტაჟებული 20-მდე სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი მოიპოვა. ვიდეომასალის გაშიფვრის შემდეგ, გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა აღვედგინა სრული სურათი, როგორ დაიგეგმა მკვლელობა ზურგში ნასროლი 10 ტყვიით.

თბილისის შუაგულში დატრიალებული უმძიმესი მკვლელობის შემდეგ, პოლიციამ მოქმედება იქამდე არ დაიწყო, სანამ 22 წლის ბიჭის მკვლელობაში ბრალდებულებმა ქვეყნის საზღვრი არ დატოვეს.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულები პოლიციას შემთხვევიდან 10 წუთში უკვე იდენთიფიცირებული ჰყავდა. 

მეტიც, ერთ-ერთი ვერსიით, კავილაძე ვაგზლის ბაზრობაზე მამასთან, კონსტანტინე კაველაძესთან მივიდა და ფული გამოართვა.  კონსტანტინე კაველაძე ბაზარში 12%-იან წილს ფლობს. 

აკაკი ჭელიძეზე და გიორგი კავილაძეზე ახლა ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ამ საქმეში ბურუსით არის მოცული დანაშაულის მოტივი - რატომ მოკლეს ნიკო. მკვლელობაში ბრალდებულები ნიკოს არ იცნობდნენ და ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.

გავრცელებული ინფორმაციით ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის დავით კაკულიას შვილებმა დათი და გუგა კაკულიებმა დაუკვეთეს. მოტივი კი 20 წლის წინ რუსეთში კაკულიებსა და ნიკოს მამას შორის დაწყებული დაპირისპირება გახდა რაც ე.წ. კანონიერი ქურდის დავით კაკულიას მკვლელობით დასრულდა, თუმცა ეს ვერსია ოჯახმა გამორიცხა. კვარაცხელიები ადასტურებენ, რომ ორ "კანონიერ ქურდს" შორის დაპირისპირება იყო, თუმცა თუმცა შემდეგ ურთიერთობა დაალაგეს და საბოლოოდ, მოკლული ნიკოს მამა დავით კაკულიას შვილიც მონათლა.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, გუგა კვარაცხელია თავადაც ე.წ. კანონიერ ქურდობას აპირებს. მას ამ სტატუსის მინიჭებას ე.წ. ერთ-ერთ ქურდულ სხოდკაზე დაპირდნენ. სწორედ ამიტომ უმცროსმა კაკულიამ  ჩათვალა, რომ ქურდულ სტატუსს იმ შემთხვევაში მიიღებდა, თუ მის ნათლიაზე შურს იძიებდა, "პირველების" ინფორმაციით, გუგა  კაკულიამ შურისძიება თავად გადაწყვიტა, თუმცა მან საქართველოში შემოსვლა ვერ მოახერხა, ამიტომ მკვლელობის ორგანიზებაში კონკრეტული პირობებით ახლო მეგობრები აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ჩართო.

დათი და გუგა კაკულიების შესახებ მათ ოჯახს საუბარი არ უნდა მკვლელობის ორგანიზებაში დადანაშაულებული ძმები კი წლების განმავლობაში მოსკოვში ბოლოს კი სომხეთში ცხოვრობდნენ, თუმცა  ერევანის დატოვება რამდენიმე კვირის წინ მაშ შემდეგ  მოუწიათ, რაც "ტვ პირველის" ინფორმაციით ერთ-ერთ გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტის შვილი სასიკვდილოდ დაჭრეს. სად იმყოფებიან ახლა კაკულიები უცნობია, თუმცა მათი კრიმინალური წარსულის და ისტორიების შესახებ ბევრი იციან თბილისშიც.

 

 

 

მსგავსი სიახლეები