თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

26.09.21 10:42
თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, 26 სექტემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება თბილისის შემდეგ რაიონებს:

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შანიძის ქუჩის მოსახლეობას.

ისნის რაიონი

]11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების, ვარკეთილის მასივის IV მიკრორაიონის, ნიკო მუსხელიშვილის, დავით კვაჭანტირაძის, შალვა მშველიძის, ვალერი უტუაშვილის და შანდორ პეტეფის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების მოსახლეობას.