სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა - რეგიონული გადანაწილება

26.09.21 11:17
სად გამოვლინდა კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა - რეგიონული გადანაწილება

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების 1 132 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი  თბილისში დადასტურდა -  419 შემთხვევა. ყველაზე ცოტა შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა – 3 შემთხვევა.

აჭარაში – 73, იმერეთში – 172, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 47, გურიაში – 9, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 156, კახეთში – 151, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 21 151 საიდანაც 4 602 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 687, აჭარაში – 472, იმერეთში – 950.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 052 პირი, მათ შორის, თბილისში – 406, აჭარაში – 125, იმერეთში – 282.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი, მათგან თბილისში – 164, აჭარაში – 30, იმერეთში – 32.

 

მსგავსი სიახლეები