მერებაშვილის გარდაცვალების საქმე - ოჯახი გამოძიებას მოითხოვს

26.09.21 11:23
მერებაშვილის გარდაცვალების საქმე - ოჯახი გამოძიებას მოითხოვს

გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახი გვამის ექსგუმაციასა და ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. ოჯახის მტკიცებით, ექსპერტიზის დასკვნა გაყალბებულია. გარდაცვლილის მშობლების თქმით, გამოძიება არასწორად წარიმართა -  მკვლელს ხელს გიორგი გახარია და მისი თანაგუნდელები აფარებდნენ, რადგან საქმეში პოლიციელების შვილები ფიგურირებდნენ. 

შემთხვევა 2018 წელს შიდა ქართლში მოხდა. 18 წლის ახალგაზრდა გარდაცვლილი თანასოფლელმა იპოვა. გამოძიების ვერსიით, მას მანქანამ გადაუარა, თუმცა ოჯახი ამტკიცებს, რომ ბიჭი ბლაგვი საგნით მოკლეს და შემდეგ მანქანით  კვალის დაფარვის მიზნით გადაუარეს.

დადგინდა, რომ ბავშვს მანქანა არ აქვს გადავლილი, არც ნეკნებია გატეხილი, არც მხარი, არც კისერი. ექსპერტის დასკვნა იყო გაყალბებული. მფარველობდა გახარია, საბანაძე და მათი კლანი", - ამბობს გარდაცვლილის მამა.