საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 27%
საქართველოში 26 სექტემბრის მონაცემებით, სულ 1 742 547 აცრაა ჩატარებული. ამის შესახებ ინფორმციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 970 307 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.2%.
სრულად ვაქცინირებულია 772 240 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.0%.
25 სექტემბერს აიცრა 12 402 ადამიანი.