ტანსაცმლის გახდა, "პანღურით" გაგდება - ჭყონდიდის მიტროპოლიტის მუქარა განკვეთილ მღვდლებს

26.09.21 15:11
ტანსაცმლის გახდა, "პანღურით" გაგდება - ჭყონდიდის მიტროპოლიტის მუქარა განკვეთილ მღვდლებს

ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირება გრძელდება. მეუფე სტეფანეს თქმით, განკვეთილ სასულიერო პირებს წესით  ეკლესია-მონასტრებს ძალით ატოვებინებენ. მეუფე სტეფანე ძალისმიერ მეთოდებში ახსენებს ანაფორის გახდას და მონასტრიდან პანღურით გაგდებას.

იოანე კასიანეს უწერია, როგორ ექცევიან იმათ, ვინც მონაზვნურ წესებს არღვევენ. საჯაროდ, საქვეყნოდ განძარცვავენ იმ ტანსაცმელს და გააგდებენ პანღურით მონასტრიდან, ესე ექცევიან, არავინ არ თქვას, რომ ეს არ ხდება. უბრალოდ, ამ მეთოდებს არ გამოვიყენებთ, თუმცა ეკუთვნით. მათი შემოსილობა არის კლოუნობა, ისინი არ არიან იმ შესამოსლის ღირსი", - ამბობს მეუფე სტეფანე

მეუფე სტეფანემ სასულიერო პირები  ეკლესიიდან სრულად წინა კვირას განკვეთა.

მსგავსი სიახლეები