თუშეთიდან მოქალაქეების გამოყვანის პროცესი დასრულებულია

26.09.21 16:08
თუშეთიდან მოქალაქეების გამოყვანის პროცესი დასრულებულია

თუშეთიდან ტურისტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი დასრულებულია. სამაშველო ოპერაციაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტენტის ორი ვერტმფრენი მონაწილეობდა. ორი დღის განმავლობაში რვა რეისი განხორციელდა და თუშეთიდან 200-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.