მე რა შუაში ვარ? ჩემს თავს ვერ დავიბარებ გამოკითხვაზე - ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

27.09.21 10:49
მე რა შუაში ვარ? ჩემს თავს ვერ დავიბარებ გამოკითხვაზე - ლილუაშვილი ფარულ ჩანაწერებზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა, ფარულ ჩანაწერებზე პირველი კომენტარი გააკეთა. ლილუაშვილის თქმით,  ის  გადადგომას არ აპირებს, რადგან ""ოპოზიციის ჭკუაზე ვერ ივლის". კითხვაზე, რატომ არ იბარებენ მას დასაკითხად, ლილუაშვილმა უპასუხა: "მე რა შუაში ვარ?! მე ჩემს თავს ვერ დავიბარებ"

თქვენ რა იცით, რომ სუს-ის თანამშრომლები არ გადიან გამოკითხვას?! იკითხებიან. გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება თუ საჭიროდ ჩათვლის, გამოიკითხება ყველა, თუმცა არავინ დაიჩაგრება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები, ვინც თავიანთ საქმეს აკეთებენ.

გამოძიების შედეგად დადგინდება ის, რა პროვოკაციაც იგეგმებოდა. დადგინდება სიმართლე. სასულიერო პირებთან და ეკლესიასთან ბრძოლა ჯერ არავის მოუგია მსოფლიოში, ვერ მოიგებენ ვერც საქართველოში, ასე რომ ყველაფერი წინ არის", - თქვა გრიგოლ ლილუაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები