ორ დღეს ვაძლევ ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს, გადადგნენ - დეკანოზის ულტიმატუმი ეპისკოპოსებს

27.09.21 10:50
ორ დღეს ვაძლევ ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს, გადადგნენ - დეკანოზის ულტიმატუმი ეპისკოპოსებს

მოქმედი მღვდელი ეპისკოპოსებს ულტიმატუმს უყენებს - დეკანოზი ილია ჭიღლაძე პირდაპირ ამბობს, რომ თუ 29 სექტემბრამდე "მრუში და მამათმავალი ეპისკოპოსები არ გადადგნენ", მამა ილია სუს-ის ფაილების გაასაჯაროებით იმუქრება: 

ორი დღის ვადას ვაძლევ ყველა მრუშ და მამათმავალ ეპისკოპოსს, გადადგნენ კათედრებიდან, ანუ დატოვონ ეპარქიები, სინოდი და ხარისხი (წოდება) საკუთარი განცხადებით და დიდი ბოდიშის მოხდით ერის შინაშე, რომ ატყუებდნენ ხალხს და ბილწავდნენ საეპისკოპოსო საყდრებს, ხრწნიდნენ ღვთის სამწყსოს, მათ შორის, მრევლს, მორჩილებს, მონაზვნებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სათითაოდ გამოვდებ ყველას თავისი საყვარლებიანად და მერე იტყ*აურონ, რამდენიც უნდათ. დღეს არის 26 სექტემბერი, 29 სექტემბრამდე გაქვთ ვადა! 29 სექტემბერი იქნება თქვენი საშინელი სამსჯავრო, თქვე ნამუსგარეცხილო აფერისტებო და ეკლესიის მჭამელო ღორებო!"- წერს სასულიერო პირი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები