საქმეში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები ჩაერთვებიან, რომ კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს - კუჭავა ფარულ ჩანაწერებზე
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას, თქმით, სუსი-დან გამოჟონილ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გამოძიება ობიექტურად წარიმართება და ამის გარანტი საქმეში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტების ჩართვა იქნება. კუჭავას თქმით, ასევე გამოყენებული იქნება საპარლამენტო საქმიანობის ბერკეტები.
პირველ რიგში მგონი, ძალიან ადეკვატურია იმის თქმა, რომ დაველოდოთ გამოძიებას, პირველ რიგში დადგინდეს ავთენტურობა, მივესლამები განცხადებას, რომ თუ საჭიროა და თუ არ ვცდები, მოწვეულიც არიან ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, რომ კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით, საპარლამენტო ნებისმიერი ბერკეტი იქნება გამოყენებული, რომ არც ერთი კითხვა არ დარჩეს გაუცემელი.
სამწუხრაოდ, იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ თუ რამე ხდება, ყველაფერზე, პირველი რაც არის, თანამდებობის დატოვების მოთხოვნა არის, არ შეიძლება იყოს ყველაფერზე რეაქცია პირველი, გამოძიების შემდეგ იქნება შესაბამისი ზომები, თუ ასეთი ფაქტი დადასტურდა. ჩაერთვებიან საქმეში ამერიკელი და ევროპელი ექსპერტები, რომ კითხვის ნიშანი არ გაჩნდეს ობიექტურობასთან დაკავშირებით", - თქვა კახა კუჭავამ.