დავით ქაცარავას ავტომობილის გაქურდვის გამო 20 წლის ბიჭი დააკავეს

27.09.21 12:20
დავით ქაცარავას ავტომობილის გაქურდვის გამო 20 წლის ბიჭი დააკავეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრის, დავით ქაცარავას, ავტომობილიდან ნივთების მოპარვის გამო 20 წლის ახალგაზრდა დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქაცარავას კუთვნილი ავტომობილის უკანა მინა ჩაამსხვრია, სხვადასხვა ძვირადღირებული ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.