სინდისის პატიმრებმა რეჟიმს მხილების სერია სასამართლოში მოუწყეს - რა ხდებოდა აქტივისტების პროცესებზე

15.04.25 20:25
სინდისის პატიმრებმა რეჟიმს მხილების სერია სასამართლოში მოუწყეს - რა ხდებოდა აქტივისტების პროცესებზე

სინდისის პატიმრების პროცესზე მისული მოწმე პოლიციელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ანატოლი გიგაურმა, ვახტანგ დაბრუნდაშვილის დაკითხვის დროს, საჯაროდ ისაუბრა ღირსების შემლახავ მოპყრობაზე. სინდიდის პატიმარი ყვება, რომ მას პოლიციის განყოფილებაში გაშიშვლებას აიძულებდნენ, თავში გამეტებით ურტყამდნენ, რის შემდეგაც ჰემატომები განუვითარდა. ანატოლი გიგაური ამტკიცებს, რომ მძიმე დანაშაულის ერთ-ერთი მოწმე, სწორედ მოწმე პოლიციელი დაბრუნდაშვილია. 

სინდისი პატიმარს რეჟიმი პოლიციელზე თავდასხმას ედავება, თუმცა ვიდეომასალაში ჩანს, რომ დანაშაულის პროვოცირებას სწორედ შინაგან საქემტა სამინისტროს თანაშრომლები ახდენენ და შემდეგ აქციის მონაწილეს თავად სცემენ. ამას ადასტურებს სამედიცინო შემოწმების ოქმი, სადაც აღწერილია დაზიანებები, რომელიც ანატოლი გიგაურს ჰქონდა.

დაზიანებები თავლსაჩნო იყო, როცა გიგაური წინა სასამართლო პროცესზე გადმოიყვანეს. ანატოლი გიგაურის მხრიდან ძალადობაში მხილებულმა ვახტანგ გაბუნიამ დაზარალებულს დაასწრო და საჩივარი პოლიციაში თავად შეიტანა.

სინდისის პატიმრებმა სასამართლოში დღეს რეჟიმს მხილების დღე მოუწყეს. პროკურატურას ანრი კვარაცხელიას საქმე მოწმე პოლიციელებმა ჩამოუშალეს. ერთი ექსპერტი ჩვენებას ფურცლიდან კითხულობდა, მეორე კი ამტკიცებდა, რომ ნიღბიანი პირი, რომელსაც არც სახე უჩანს, არც რაიმე მახასიათებელი ნიშანი, ნამვილად ანრი კვარაცხელიაა. როგორ მოხდა ნიღბიანი პირის ამოცნობა ამ კითხვაზე პასუხი სხდომათა დარბაზიდან გამოსულ პოლიციელებს არ აქვთ. დამხმარე ფურცლების გარეშე კითხვებზე პასუხების გაცემა უჭირთ.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები