დევნილების აქციაზე დაკავებული პირი გაათავისუფლეს

27.09.21 13:27
დევნილების აქციაზე დაკავებული პირი  გაათავისუფლეს

გმირთა მოედანზე, დევნილების აქციაზე დაკავებული დევნილთა ორგანიზაციის თავმჯდომარე,  ირაკლი ტორუა, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი თქმით, ხელისუფლებას დევნილთა პრობლემების მოსმენის  შეეშინდა. 

45 ათასი ადამიანი ელოდება ბინას და 30 წელი უნდა, რომ დაკმაყოფილდნენ. ვითომ არ დავემორჩილე მათ კანონიერ მოთხოვნას, რომ დამეტოვებინა ტერიტორია და რaტომ უნდა დამეტოვებინა?! არც პლაკატების გაშლის საშუალება არ მომცეს", - ამბობს ტორუა. 

2-საათიანი ლოდინის შემდეგ დევნილებს მემორიალთან მისვლის საშუალება მიეცათ. მათ ოჯახის წევრების ხსოვნისთვის პატივის მიგების საშუალებას იქამდე არ აძლევდნენ, სანამ მემორიალთან მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. 

 

 

მსგავსი სიახლეები