ბოლო 24 საათში საქართველოში 6 617 აცრა ჩატარდა
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, 26 სექტემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცით რეკორდულად დაბალი, 6 617 ადამიანი აიცრა.
27 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 749 457 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 971 836 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 34.2%.
სრულად ვაქცინირებულია 777 621 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 27.2%