ფარულ ჩანაწრებზე ჩემი პასუხი არის დუმილი - მეუფე ნიკოლოზი

27.09.21 15:29
ფარულ ჩანაწრებზე ჩემი პასუხი არის დუმილი - მეუფე ნიკოლოზი

გამოძიების დასრულებამდე  ფარული ჩანაწერების თემაზე  კომენტარი არ გაკეთდება - ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა.  სინოდის წევრმა არ ჩათვალა საჭიროდ, ესაუბრა სულიერი ძმის, დეკანოზ ილია ჭიღლაძის, მოთხოვნაზე, რომელიც ეპისკოპოსებს ულტიმატუმს უყენებს.

ფარულ ჩანაწერებზე ჩემი პასუხი არის დუმილი, რაც შეეხება მუქარას, არ ვიცი, ვინ რას იმუქრება, მაგრამ მთავარი მუქარა არის, როცა ეშმაკი იმუქრება,  რომ ეკლესიას დაანგრევს, მოსპობს და ღმერთს დაამარცხებს. ნუ ახლა ეს ვიცით, რომ ტყუილია ყველაფერი - ამბობს მეუფე ნიკოლოზი.

სამების ეკლესიის მღვდელმსახური, მამა იოანე, დეკანოზ ილია ჭიღლაძეს საქციელს უწუნებს და აცხადებს, რომ სუს-ის ჩანაწერებში მტყუანი და მართალია ერთმანეთშია არეული.

ათასობით ადამიანმა ნახა ეს ფაილები, სადაც მტყუანი და მართალი ერთმანეთშია არეული. შანტაჯი ზოგადად მღვდლის ენად არ მიმაჩნია. როცა სასულიერო პირი ცდილობს, მუქარით, შანტაჟით, თუნდაც უწმინდესის ლანძღვით რამეს მიაღწიოს - აცხადებს მამა იოანე.

თუ 29 სექტემბრამდე მრუშობაში, არატრადიციულ კავშირსა და ნარკოტიკების მოხმარებაში მხილებული სასულიერო პირები არ გადადგებიან, დეკანოზი ილია ჭიღლაძე იმუქრება, რომ სუს-ის ფაილებს გაასაჯაროვებს, იმ დოკუმენტებს, სადაც გვარებით და სახელებით არიან ჩამოთვლილი ეპისკოპოსები და მათი პარტნიორები.

ამ შემთხვევაში მინიუმ 20 ეპისკოპოსის, 50 მღვდლისა და მონაზვნების  პირადი ცხოვრების დეტალები საზოგადოებრივი განხილვის თემა გახდება.

მსგავსი სიახლეები