ამირან გამყრელიძის ქეიფი (ფოტო)

27.09.21 15:34
ამირან გამყრელიძის ქეიფი (ფოტო)

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თანამშრომლებთან ერთად ველისციხეში იქეიფა. ფოტოებში ჩანს, რომ ამირან გამყრელიძე სუფრაზე სადღეგრძელოებს კრამიტით სვამს.

„სტუდია მონიტორს“ წყარომ მიაწოდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ NCDC-ის თანამშრომლები „მარან ველისციხურში“ სადილობისას რეგულაციებს არღვევენ. მოქმედი რეგულაციების მიხედვით, ღია სივრცეში  სკამების საზურგეებს შორის  მანძილი უნდა იყოს 1 მეტრი.


 დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრში განაცხადეს, რომ იქ მყოფი ადამიანები  აცრილები არიან და ღია სივრცეში მოქმედ რეგულაციებს არ არღვევენ.

 

მსგავსი სიახლეები