უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე - მოქალაქეები პასუხისმგებლობას "ოცნებას" აკისრებენ

საქართველოს დღის წესრიგში უვიზო რეჟიმის შეჩერების საფრთხე დგას - მოქალაქეები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ვიზის გარეშე მოგზაურობენ, სრულ პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ.
"პირველები" თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სწორედ იმ ადამიანებს გაესაუბრა, რომლებიც გაცვლითი პროპგრამების საშუალებით ან/და პირადი სახსრებით უცხოეთში სასწავლებლად მიდიან. მათი თქმით, ივანიშვილის რეჟიმი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ევროპის კარი და ხარისხიანი განათლების მიღების წყარო დაუკეტონ.
ეს არის განვითარების შეწყვეტა ჩემთვის. მე ახალგაზრდები ხშირად დამყავს საზღვარგარეთ. სამწუხაროდ, ახალგაზრდებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, განვითარდნენ, გაიცნონ თანატოლები, ისწავლონ. უვიზო მიმოსვლა არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გააკეთებს ყველაფერს, რომ ეს შეინარჩუნოს. "ქართული ოცნება" ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეებს ეს გზა გადაუკეტოს, რათა შეუწყვიტონ განვითარება და როგორც კი ადამიანი ვერ ვითარდება, მასზე მანიპულირება მარტივი ხდება", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე "პირველებთან" უვიზო მიმოსვლიგან გამოწვეული სიკეთეების შესახებ საუბრობს. მისი განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია თითოეულ ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრი ხშირად მოინახულოს.
ოჯახის წევრი ცხოვრებს გერმანიაში და შესაბამისად, უვიზო მიმოსვლა რომ არ იყოს, გაგვიჭირდება ძალიან. ამ ქვეყანაში ნახევარზე მეტი ქართველი არ არის დარჩენილი, რაც ძალიან ცუდია. გადინება ხდება, თან უფრო და უფრო", - ამბობს მოქალაქე.