რუსთაველის გამზირზე ორი ადამიანი დააკავეს
რუსთაველის გამზირზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, პოლიციამ 2 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას ჯგუფ "დატოვეში" ნენსი ვოლანდი ავრცელებს.
დედაქალაქის მთავარ გამზირზე ნიღბიანი ძალოვანები მოულოდნელად გამოჩნდნენ. არსებული ინფორმაციით, დაკავებულია გიორგი ორთოიძეა. რაც შეეხება მეორე პირს, ის, სავარაუდოდ, გიორგი სამხარაძეა.
აქციის კიდევ ერთი მონაწილე ფეისბუქზე ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ ახალგაზრდები ე.წ. სამართალდამცველებმა მხოლოდ იმიტომ დააკავეს, რომ მათ აღდგომას ულოცავდნენ.
აღდგომას ასე გვილოცავს რუსული მილიცია - ტროტუარზე გადმოსულ ხალხს არბევს. 2 ახალგაზრდა დააკავეს, არადა 5-10 წუთში ისედაც დაშლას ვაპირებდით.
პ.ს. ერთ-ერთი დაკავებული იმიტომ წაათრიეს, რომ ნიღბიანებს "ქრისტე აღსდგა ბიჭებო"-ო ეძახდა, - წერს თამარ კანკავა.
"პოლიციამ ხელით გაიყვანა დღეს აქცია გზიდან. უდიდესი მობილიზაცია აქვთ, რასაც ვუყურებ ლაივებში. მიხარია, რომ ამდენი უჯიშო პოლიციელი აღდგომას სახლში არ არი", - დაწერა კიდევ ერთმა აქტივისტმა, ელენე ქაიხოსროშვილმა.
დამატებითი დეტალები ამ დროისათვის უცნობია.