მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში - “პირველებმა“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა

21.04.25 17:48
მკვლელობა სოფელ ჩუმლაყში - “პირველებმა“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები მოიპოვა

აღდგომის ღამეს სოფელ ჩუმლაყში 28 წლის დიმიტრი ჯავახიშვილი მოკლეს. სისხლიანი დაპირისპირება თანასოფლელებს შორის მოხდა. მკვლელეობა წარსულში მომხდარრ კონფლიქტს უკავშირდება.

მძიმედ დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა.

როგორც ადგილობრივები „პირველებს“ უყვებიან, ახალგაზრდები სააღდგომო სუფრაზე ერთად იმყოფებოდნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რომელიც სასტიკი მკვლელობით დასრულდა.

„პირველებმა“ მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები მოიპოვა, სადაც კარგად ჩანს დაპირისპირება და ისმის მიჯრით გასროლის ხმაც.

კადრებში ასევე ჩანს, რომ სროლიდან რამდენიმე წუთში მოდის საპატრულო პოლიციაც, თუმცა, მათ ამ დრომდეც არ ჰყავთ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებული.

ადგილობრივები წარსულში მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობენ, თუმცა ამბობენ, რომ ძველი კონფლიქტი უკვე განეიტრალებული იყო.

პირველად დაახლოებით 7 საათზე მოხდა ჩხუბი, ეტყობა შემდეგ გვიან გააგრძელეს და სამწუხაროდ, ასეთი ფაქტით, მკვლელობით დასრულდა. დაახლოებით, 4-5 გასროლის ხმა იყო. როგორც ვიცი, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე ბიჭი, ძალიან კარგები იყვნენ, რა ვერ გაიყვეს არ ვიცი, შეიძლება დალიეს და მეტი მოუვიდათ. ჩემთან პოლიცია არ ყოფილა“,- ამბობს ადგილობრივი.

„პირველების“ ინფორმაციით, პოლიციამ უკვე იცის, ვინ არის სავარაუდო მკვლელი, თუმცა ამ დროდმე არ დაუკავებიათ კაცი, რომელმაც თანასოფლელს 5 -ჯერ ესროლა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები