საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია
მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია ვერ მიიღებს მონაწილეობას ვერც ერთ საერთაშორისო ღონისძიებაში.
მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის განმარტებით, 2021 წელს მკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატი 19-27 სექტემბერს ბათუმში უნდა გამართულიყო, მაგრამ კონტაქტის პირობები ქართულმა მხარემ დაარღვია.
მსოფლიო ფედერაციის განცხადების მიხედვით, დისკვალიფიკაციის მოსახსნელად ქართულ მხარეს ჯარიმის გადახდა მოუწევს.
დისკვალიფიკაციის პერიოდში ქართველი სპორტსმენები WAF-ის ჩემპიონატებში დარეგისტრირებას ვერ შეძლებენ.