კახეთში დაახლოებით 20 დღეში 9 ადამიანი აიცრა - გაბუნია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას, ინფორმაციით, სოფლებში ვაქცინაციის ტემპი დაბალია. გაბუნიამ მაგალითად მოიყვანა კახეთი, სადაც 20 დღის განმავლობაში მხოლოდ 9 ადამიანი აიცრა.
დღეს საკმაოდ დაბალია სოფლად ვაქცინაციის პროცესი. კახეთის მაგალითზე შემიძლია, გითხრათ, რომ პარასკევს იქ ოჯახის ექიმებთან გვქონდა საუბარი, დაახლოებით 20 დღეში 9 ადამიანი აიცრა, რაც პრინციპში არაფერი არ არის. ამდენად, ეს პროცესი არის გასააქტიურებელი", - თქვა გაბუნიამ.