რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმე - სასამართლოში პროცესები იწყება

27.04.25 20:50
რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმე - სასამართლოში პროცესები იწყება

თითქმის ორწლიანი უმოქმედობის შემდეგ რუსული კანონის წინაღმდეგ აქციებზე დაზარალებული ჟურნალისტების საქმეზე სასამართლო სხდომა ჩაინიშნა. მოსამართლე ანა ჩხეტია ხვალიდან განიხილავს 18 ჟურნალისტის სარჩელს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას სთხოვენ. სასტიკი ანგარიშსწორების მსხერპლი ჟურნალსიტების ნაწილს ამ დრომდე დაზარალებულის სტატუსიც არ აქვს.

სასამრთლო დავის პარალელურად, ჟურანლისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს 2023 წლიდან იძიებს სპეციალური საგამოძიებო სამსახური, თუმცა ამ დრომდე პასუხისგებაში ერთი მოძალადე პოლიციელიც არ მიუციათ. თითქმის ორი წელი დასჭირდა საგამოძიებო უწყებას, რომ ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ჟურნალისტების ნაწილისთვის დაზარალებულის სტატუსი ოფიციალურად მიეცათ.

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 20-ზე მეტი ჟურნალისტი დაშვდა. იყო ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტებიც და სპეციალური საშუალებების მიზანმიმართული გამოყენებაც, თუმცა ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, როცა დემონსტრანტების დარბევის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ განსაკუთრებულად აგრესიულია. მიზეზი ტელეკამერებისთვის მათი დანაშაულების გადაღების ხელშეშლაა.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.