"წინააღმდეგობა გრძელდება" - თბილისში ისევ პროტესტია

თბილისში ისევ პროტესტია. ევროპული მომავლის მცველების ნაწილი საზმაუს ძველ შენობასთან ისევ იკრიბება. მოქალაქეები დღესაც მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივლენ და ტრადიციულად ახალი არჩევნების ჩანიშვნას და პოლიპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათი წინააღმდეგობა სრულ გამარჯვებამდე გაგრძელდება. მათი თქმით, ის, რომ მათმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, ივანიშვილის მთავრობაში მუდმივი ცვლილებებიც ცხადყოფს.
პროტესტმა 150 დღეს გადააბიჯა და ფაქტია, რომ წინააღმდეგობა გრძელდება, რაც იმას გვაჩვენებს, რომ ჩვენ არ ვართ რეაქციულები, არამედ თანმიმდევრულად, ჯიუტად ვცდილობთ რეჟიმის დამარცხებას. მათ უსუსრობას და ბზარებს მთავრობაში მუდმივი ცვლილებებიც აჩვენებს. წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს. ეს უნდა იყოს ხილული, ადამიანები ქუჩებშ უნდა ხედავდნენ, - ამბობს აქციის მონაწილე.