გორში მამა-შვილს ესროლეს - მოკლულია ახალგაზრდა კაცი

28.04.25 11:07
გორში მამა-შვილს ესროლეს -  მოკლულია ახალგაზრდა კაცი

გორში ორ ადამიანს ესროლეს. შემთხვევა წმინდაწყლის დასახლებაში, სავაჭრო ცენტრ "გალერეასთან" მოხდა. ცეცხლი მამა-შვილს გაუხსნეს. შვილი - გიორგი ცაციაშვილი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მამა - დავით ცაციაშვილი კლინიკაშია მოათავსებული.

რა გახდა სისხლიანი დაპისიპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

გამოძიება 19-109 მუხლით დაიწყო, რაც ერთი ან მეტი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, სავარაუდო დამნაშავე კი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მსგავსი სიახლეები