საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირდა-რა პრობლემებზე საუბრობენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები

28.04.25 11:32
საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირდა-რა პრობლემებზე საუბრობენ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლები

საქართველოში ტურისტების რაოდენობა შემცირდა. 2025 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებიდან  საქართველოში იმაზე ნაკლები ტურისტი ჩამოვიდა, ვიდრე გასულ წელს.

ყველაზე დიდი კლება პოლონეთიდან დაფიქსირდა. ტურისტების რაოდენობის შემცირება მარტო სტატისტიკა არ არის, ამას სერიოზული ეკონომიკური შედეგები მოყვება. განსაკუთრებით კი დაზარალდება მცირე და საშუალო ბიზნესი.

ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ვინც კარგად იციან, რა ხდება ამ სექტორში, ამბობენ, რომ არ უკვირთ აღნიშნული სტატისტიკა, რადგან ქვეყანაში არსებული ვითარება ამ ყველაფერზე გავლენას ახდენს.

მათი თქმით, “ევროპელი ტურისტი მინიმუმამდეა შემცირებული და ჭარბობს რუსეთიდან შემომსვლელების რიცხვი.“

როდესაც უყურებენ მაღალგანვითარებულ ქვეყნებში რა ხდება ქვეყანაში და როგორ ხდება ქვეყანა რუსეთის პარტნიორი, ამ ყველაფერს რომ უყურებენ, აღარ უჩნდებათ სურვილი ჩამოსვლის, ეს ბუნებრივია და ამას წინასწარმეტყველებდნენ თავის დროზეც. რეალური სიტუაცია ასეთია: ევროპელი ტურისტი მინიმუმამდეა შემცირებული, ზოგადად, მაღალმხარჯველი ტურისტი, ევროპელი იქნება ეს, ავსტრალიელი, ამერიკელი თუ იაპონელი, მათი რაოდენობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ჭარბობს რუსეთი, რადგან  დამეგობრებულები ვართ “ბოლომდე“, არიან ჩინელი ტურისტები, და აზია: ინდოეთი, ფილიპინები და ასეთი ქვეყნები. რეალურად ის ქვეყნები, რომლებიც იყო მიზნობრივი ბაზრები და მთავარი შემოსავლსი წყარო, იქიდან ტურისტების რაოდენობა არის მცირე. მიუხედავად იმის, რომ გვაქვს ახალი რეისები, მაგალითად, ლონდონის მიმართულებით, რომელსაც ამდენი ხანი ვითხოვდით, არანაირი ზრდა, მნიშვნელოვანი, დიდი ბრიტანეთიდან არ შეინიშნება და მხოლოდ და მხოლოდ კლებაზე შეგვიძლია ვისაუბროთ, -ამბობს ტურისტული კომპანიის დამფუძნებელი, ცოტნე ჯაფარიძე.

მსგავსი სიახლეები