"ქართველი ჟურნალისტის საქმეს მსოფლიო თვალს ადევნებს" - კლუნების ფონდი ამაღლობელზე

28.04.25 12:56
"ქართველი ჟურნალისტის საქმეს მსოფლიო თვალს ადევნებს" - კლუნების ფონდი ამაღლობელზე

კლუნების ოჯახი მზია ამაღლობელის საქმეზე დაკვირვებას განაგრძობს. "ამალ და ჯორჯ კლუნების ფონდი სამართლიანობისთვის“ მზია ამაღლობელის საქმის სასამართლო პროცესსა და საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას ეხმაურება და წერს, რომ ქართველი ჟურნალისტის საქმეს თვალს მსოფლიო ადევნებს. 

ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს გრძელდება. სასამართლო წყვეტს, დატოვოს თუ არა ის წინასწარ პატიმრობაში. #TrialWatch მონიტორინგს გაუწევს პროცესს. დღეს დილით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მისი საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გააგზავნა, უფლებების მრავალჯერადი დარღვევის ბრალდებით. მსოფლიო თვალს ადევნებს, — წერს კლუნების ფონდი.

კლუნების ფონდი, Trial Watch-ის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად მთელ მსოფლიოში, მონიტორინგს უწევს მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს.

მსგავსი სიახლეები