ნიკა მელია პროკურატურაშია - პოლიტიკოსს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალს წარუდგენენ
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პროკურატურაში მივიდა, სადაც მის მიმართ ბრალდების წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს.
რეჟიმი ოპოზიციონერ პოლიტიკოს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობას ედავება. მელიამ საგმოძიებო უწყებაში ადვოკატთან - გიორგი კონდახაშვილთან ერთად მივიდა. მას ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, მელია ისედაც გირაოს ქვეშ იმყოფება. ის 2021 წელს ის ციხიდან ევროკავშირის გადახდილი გირაოს შემდეგ გამოუშვეს.