2 გარდაცვლილი და 2 დაშავებული - უმძიმესი ავარია ბათუმში
ბათუმში, ე.წ. ბარცხანის ხიდთან, მომხდარ უმძიმეს ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მანქანაში მსხდომი 2 პირი კი მძიმე დაზიანებებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც "ტვ პირველს" უყვებიან, მსუქუბი ავტომობილი საპირისპირო გზაზე მომავალ სატვირთოს შეეჯახა.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.