Bloomberg-მა "პირველებს" განუმარტა, რატომ ამოიღო ივანიშვილი მილიარდერების სიიდან

28.04.25 15:11
Bloomberg-მა "პირველებს" განუმარტა, რატომ ამოიღო ივანიშვილი მილიარდერების სიიდან

Bloomberg-მა "პირველებს" განუმარტა, რატომ ამოიღო ბიძინა ივანიშვილი მილიარდერების სიიდან - ირკვევა, რომ გავლენიანმა გამოცემამ ოლიგარქი ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის სიიდან  ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.

Bloomberg-ის მიხედვით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა.

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. 

  • Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანია წარმოდგენილი. თუ ქონება 6.3 მლრდ-ზე ნაკლებია, პირი სიის მიღმა რჩება.