სამოქალაქო აქტივისტის პროცესი-კინწურაშვილი მოსამართლე ცაგარეიშვილმა 2500 ლარით დააჯარიმა

28.04.25 15:58
სამოქალაქო აქტივისტის პროცესი-კინწურაშვილი მოსამართლე ცაგარეიშვილმა 2500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლუკა კინწურაშვილის პროცესი დასრულდა-ახალგაზრდა, რომელსაც პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებოდნენ, 2500 ლარით დააჯარიმეს.

გადაწყვეტილება  სანქცირებულმა მოსამართლე ცაგარეიშვილმა ცოტა ხნის წინ გამოახცადა.

როგორც კინწურაშვილი სასამართლო პროცესამდე ამბობდა, თავად იყო  დაზარალებული, რადგან პოლიციელების მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

მისი თქმით, პოლიციელებმა ჯერ უკანონოდ დააკავეს, შემდეგ კი “იზოლატორში გააშიშვლეს და ვიზუალის გამო დასცინოდნენ.“

პოლიციის სამი თანამშრომელი მაჩერებს, მთხოვენ ჩემს იდენტიფიცირებას და პირველი რასაც ვაკეთებ, ვაწვდი პირადობას. მივეცი ჩანთის დათვალიერების უფლება, ყველა უჯრა გავაღებინე, ამით არ დაკმაყოფილდნენ, გადამიღეს ფოტო, მომთხოვეს ტელეგრამის დათვალიერებაც. არ მომცეს ლაივის ჩართვის საშაულება, წამართვეს ტელეფონი, შემდეგ გადამიყვანეს განყოფილებაში, სადაც, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, ერთ-ერთმა თანამშრომელმა მითხრა, როგორ ამბობთო-ყველგან პოლიცია, არსად სამართალიო. შემდეგ მოხდა ჩემი გაშიშვლება, წრეების დარტყმა, ბუქნები და რომ ვერაფერი აღმოაჩინეს კანონსაწინააღმდეგო, შეადგინეს ოქმი. რაც არ უნდა უცნაური იყო, ეს ადამაინები, რომლებიც ამ ყევალფერს ახორციელებდნე, დღეს მოწის სახით იქნებიან წარმოდგენილნი,- ამბობდა ლუკა კინწურაშვილმა.

ლუკა კინწურაშვილმა მისი უკანონოდ დაკავების შესახებ Facebook-ზე პოსტი 2024 წლის 17 ივლისს დაწერა. მოქალაქის ინფორმაციით, ის სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პოლიციელებმა 9 ივლისს დააკავეს, პოლიციის განყოფილებაში დამამცირებელი მოპყრობის შემდეგ კი გადაიყვანეს ე.წ. კაპეზეზე, რომელიც 11 ივლისს დატოვა.

მსგავსი სიახლეები