ვატიკანის ინფორმაციით, რომის პაპის ასარჩევად კონკლავი 7 მაისს დაიწყება

ვატიკანმა დაადასტურა, რომ რომის პაპის არჩევის მიზნით კარდინალების კონკლავი 7 მაისს დაიწყება, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაცია უფრო ადრე, Reuters-მა ვატიკანის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით გაავრცელა.
გამოცემა წერს, რომ კონკლავში მონაწილეობის მიღებისა და რომის ახალი პაპის არჩევის უფლება 80 წლამდე ასაკის დაახლოებით 135 კარდინალს აქვს.
შეგახსენებთ, რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა. ის სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში შაბათს დაკრძალეს.