ქონების შესაძლო გადამალვა, სანქციების ეფექტი, თუ ორივე ერთად? - რა ხდება ივანიშვილის თავს?

28.04.25 17:44
ქონების შესაძლო გადამალვა, სანქციების ეფექტი, თუ ორივე ერთად? - რა ხდება ივანიშვილის თავს?

რა ხდება ბიძინა ივანიშვილის თავს - რამდენიმე საათის წინ ცნობიოლი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი  Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.

უფრო კონკრეტულად, 28 აპრილის მონაცემებით, 500 ყველაზე მდიდარ ადამიანში ბიძინა ივანიშვილი აღარ ფიგურირებს.

ფაქტთან დაკავშირებით "პირველები" ეკონომისტებს ესაუბრა და დაინტერესდა, რას უკავშირდება ოლიგაქრის მიერ დიდი ფულის დაკარგვა. 

ეკონომისტები შესაძლო მაქინაციებსა და ქონების გადამალვაზე საუბრობენ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ივანიშვილის ფინანსური და ქონებრივი პრობლემები სანქციებს უკავშირდება.

“სამოქალაქო მონაწილოების ცენტრის“ დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე სინგაპურის სასამართლოში Credit Suisse-სთან მოგებულ დავასაც იხსენებს და აცხადებს, რომ ივანიშვილმა 400 მილიონი დოლარი, სწორედ აშშ-ის სანქციების გამო ვერ მიიღო.

რა თქმა უნდა სანქციები მუშაობს, ივანიშვილს სერიოზული ფინანსური და ქონებრივი პრობლემები აქვს ამის გამო. გავიხსენოთ თუნდაც ის 400 მილიონი დოლარი, რომელიც სინგაპურის სასამრთლოში მოუგო Credit Suisse-ს და შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები გავრცელდა ამ თანხაზე. ასევე, რა თქმა უნდა, ვერ გამოვრიცხავთ მაქინაციებს და ქონების გადამალვას ივანიშვილის მხრიდან. მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გამო, შესაძლებელია, რომ მის საკუთრებაში არსებულ, გარკვეულ აქციებზე ფასებიც შემცირებულიყო-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

“სანქციები მუშაობს და ბიძინა ივანიშვილი ამ სანქციების როგორც არიდებას ცდილობს, ასევე მის გარკვეულ ქონებაზე წვდომასაც კარგავს“, - ამბობს კორუფციის მკლვევარი, ბესო დონაძე. 

გარკვეული ქონება ამ ადამიანს დამალული აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ მან საბოლოო თავშესაფარი იპოვა, გამომდინარე იქიდან, რომ სანქციები, გადამალულ ქონებაზეც მიწვდება. ივანიშვილი ფულის გარეშე არ არის არაფერი და მისი ძალაუფლება ჩამოიშლება,  შესაბამისად, ცდილობს ეს ფული სხვადასხვა გზებით შეინარჩუნოს“,- ამბობს დონაძე.

“დამამცირებელს“ უწოდებს ივანიშვილის მდგომარეობას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე და აცხადებს, რომ “მსგავს სამარცხვინო მდგომარეობაში რუსი ბიზნესმენებიც კი არ არიან.“

ეს დამამცირებელია თავად ივანიშვილისთვის, მისთვის არის სამარცხვინო და ბიზნეს სამყაროსათვის ის იქცევა მიუღებელ და ტოქსიკურ ადამიანად. ანუ პიროვნება ინკოგნიტო, რომელიც მთელ მსოფლიოში, მათ შორის ოფშორებში, თავის ქონებას მალავს და მისი იდენტიფიცირება შეუძლებელია. რუსი ბიზნესმენებიც კი არ არიან ამ სამარცხვინო მდგომარეობაში. სანქციების შიშიდან გამომდინარე, დაიწყო საკუთარი აქტივების მასობრივად გადაფორმება ცოლზე, შვილებზე, “ქართუ ფონდი“ საქველმოქმედო ორგანიზაციად გადააკეთა და სინამდვილეში ეს მისი ბიზნეს სტრუქტურაა,- განაცხადა გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ, Bloomberg-ის მიხედვით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა.

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.  გავლენიანმა გამოცემამ ოლიგარქი ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის სიიდან  ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.

  • Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანია წარმოდგენილი. თუ ქონება 6.3 მლრდ-ზე ნაკლებია, პირი სიის მიღმა რჩება.

მსგავსი სიახლეები