ჟურნალისტების საქმის განხილვა მოსამართლე ანა ჩხეტიამ 1 თვით გადადო

28.04.25 18:15
ჟურნალისტების საქმის განხილვა მოსამართლე ანა ჩხეტიამ 1 თვით გადადო

ჟურნალისტების პროცესი- მოსამართლე ანა ჩხეტიამ საქმის განხილვა 1 თვით გადადო. მიზეზი კი არასაკმარისი მტკიცებულებება და ჟურნალისტთა ნაწილისთვის დაზარალებულად ცნობის არ არსებობა გახდა. 

დღეს უნდა გარკვეულიყო, დაერთვებოდა თუ არა აღნიშნულ სარჩელს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალოვანი უწყების წარმომადგენლების და თანამშრომლების წინააღდემგ მოპოვებული მტკიცებულებები ჟურნალისტური საქმიანობისთვის ხელის შეშლის, ან მათზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ 18 დაზარალებული ჟურნალისტიდან, მხოლოდ ნაწილს აქვს ოფიციალურად დაზარალებულის სტატუსი, პროცესი ერთი თვით გადაიდო.

ეს ის ჟურნალისტები და ოპერატორები არიან, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ, მაგრან ძალოვანი უწყების თანაშრომლები ხელს უშლიდნენ და აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. 

მოსამართლე ანა ჩხეტიას გადაწყვეტილებით, საქმის განხილვა მას შემდეგ გაგრძელდება, რაც პროკურატურა ოფიციალურად გასცემს პასუხს, მიენიჭებათ თუ არა ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი.

2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩემზე და დავით მანიაზე ფიზიკურად იძალადეს, პოლიციის წარმოამდგენლებმა, თუმცა, ამ 2 წლის განმავლობაში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში 2 თვის წინ გვითხრეს, რომ ვერ მოახდინეს მოძალადე პოლიციელების იდენტიფიცირება, რაც ბუნებრივია, სიმართლეს არ შეესაბამება, უბრალოდ სისტემას არ უნდა, დასაჯონ ის პოლიციელები, რომლებიც მათ უკანონო დავალებებს ასრულებენ,- განაცხადა ჟურნალისტმა, დავით მანიამ.

უფლებადამცველი, ილონა დიასამიძე ამბობს, რომ “პროცესი მტკიცებულებების წარმოდგენის მიზნით გადაიდო და 2025 წლის 16 ივნისს გაიმართება.“

ცნობისთვის, დაზარალებული ჟურნალისტების სარჩელი მოიაზრებს მორალური ზიანის ანაზღაურებას, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე სხვადასხვა ტელევიზიის წარმოამდგენელს მიადგა.