საქართველო ტურისტებს კარგავს

28.04.25 20:32
საქართველო ტურისტებს კარგავს

ევროპელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობა აღარ უნდათ. ეს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკაა. ამ მონაცემებით დგინდება, რომ 2025 წლის პირველ სამ თვეში ევროკავშირის ქვეყნებიდან იმაზე ნაკლები ვიზიტორი ჩამოვიდა საქართველოში, ვიდრე გასულ წელს.

ირკვევა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ნაკლებად პოლონეთის მოქალაქეები ჩამოდიან. არადა, პოლონელი ტურისტები საქართველოში ჭარბობდნენ. ევროპელი ტურისტები კი ერთ-ერთი ყველაზე მხარჯველები არიან. 

ტურიზმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ვიზიტორების რაოდენობა, არამედ მათ მიერ დახარჯული ფულია. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან და აზიიდან ჩამოსული ტურისტები უმეტესად ცოტას ხარჯავენ, ევროპელი ტურისტები კი უფრო მხარჯველები არიან. ამიტომ ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების შემცირება ამ სექტორს ორმაგად ურტყამს. ტურიზმის სექტორში ახლა სრული გაურკვევლობაა. იმის გამო, რომ საქართველოში მძიმე პოლიტიკური ვითარება, ვიზიტორები ჯავშნებს მიყოლებით აუქმებენ.

ყაზახი ტურისტები წერენ, რომ ერთ დროს საქართველოში მათ ღვინით ხვდებოდნენ, დღეს კი საზღვრიდან გაძევებით ემუქრებიან. გაიზარდა ყაზახეთის იმ მოქალაქეების რიცხვი, ვინც საქართველოში ტურისტული მიზნებით ჩამოდის, საზღვარზე კი ამცირებენ და უკან უშვებენ.

საქართველო ტურისტებს კარგავს - დეტალები ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.