შურისძიება სილისთვის - რა ჩვენება მისცა პოლიციელმა, რომელმაც მზია ამაღლობელი ციხისთვის გაწირა
გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის წინააღმდეგ - აჭარის პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი 3-საათზე დიდხანს ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტი ქალი ირაკლი დგებუაძეს თავს დაესხა და იმდენად ძლიერად გააწნა სილა, რომ სილის გაწვნის ხმაზე აქცია დაიშალა. გრიგოლ ბესელიამ მომხდარი ფაქტის დასამძიმებლად ხაზგასმით და რამდენჯერმე პროცესზე გაიმეორა, რომ მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს სილა კი არ გააწნა, არამედ ხელი დაარტყა.
გრიგოლ ბესელია დღეს ცდილობდა "ქართული ოცნების" პროპაგანდის გამყარებას და ამტკიცებდა, რომ აქტივისტები სხვა დღეებისგან განსხვავებით, აგრესიულები იყვნენ, პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდნენ და თვლის, რომ აქტივისტები დავალებებს ასრულებდნენ.
დღეს გრიგოლ ბესელია მზია ამაღლობელის კითხვების პირისპირ აღმოჩნდა. დაკავებულ ჟურნალისტს პირდაპირ უთხრა, რომ მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალს ეთანხმება. სინდისის პატიმარმა ჟურნალისტმა პოლიციელები შეურაცხყოფაში ამხილა და თქვა, რომ ბესელიას დაქვემდებარებული პოლიციელი მას დაკავების დროს აგინებდა.
რა მოხდა მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე? - დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.