მაღაროელები 60 დღეა პროტესტს გამოხატავენ - "ოცნებას" მათი ხმა არ ესმის

უყურადღებოდ მიტოვებული ჭიათურელი მაღაროელები 60 დღეა უწყევეტი პროტესტის რეჟიმში არიან. სახელმწიფოს მათი პროტესტის ხმა არ ესმის. მანგანუმის მოპოვების სამუშაოები ჭიათურაში დასაქმების მთავარი წყაროა, ამიტომ შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ადამიანებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და შიმშილობა დაიწყეს. პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც “ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიამ” განცხადება გაავრცელა და გაირკვა, რომ გაჩერებული სამუშაოები აღდგება, თუმცა რეორგანიზაცია დაიწყება.
არადა, ჯორჯიან მანგანეზი რამდენიმე კვირის წინათ აცხადებდა, რომ მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდებოდა და ათასობით ადამიანი სამსახურის გარეშე რჩებოდა, თუმცა ახლა ირკვევა, რომ სამუშაოები გარკვეული დათქმებით აღდგება და ამ პროცესს მიხეილ სოცკი უხელმძღვანელებს. ის რუსეთის მოქალაქეა, რომელსაც ოლიგარქმა ივანიშვილმა ჯერ ტყიბულის შახტების მმართველობა ჩააბარა, სადაც შახტში დასაქმებულ მუშებს რეპრესიები მოუწყო.
ამის შემდეგ, კომპანიამ დოკუმენტზე ხელის მოსაწერად თანამშრომლების დაბარება დაიწყო. მაღაროელები ამბობენ, რომ ამ განცხადების მიზანი მათი სამსახურიდან მასობრივად გათავისუფლებაა და ხელმოწერით ისინი დაეთანხმებიან ასობით თანამშრომლისთვის სამუშაო ადგილის გაუქმებას.
ახლა ჭიათურელი მაღაროელების მთავარი მოთხოვნაა, რომ პროცესებში სახელმწიფო ჩაერთოს და სრული პასუხისმგებლობა აიღოს, რომ სამუშაო პროცესი ყველა გათავისუფლებული თანამშრომლისთვის აღდგეს.
დეტალები ნახეთ დიანა ჩირგაძის რეპორტაჟში.