"იმედია, ქალბატონ პროკურორს ჩემზე უფრო პატიოსანი პროკურორი და მოსამართლე ეყოლება იმ დროს, როცა საჭირო იქნება" - ოკმელაშვილი
"იმედია, ქალბატონ ანას [პროკურორი] ჩემზე უფრო პატიოსანი პროკურორი და მოსამართლე ეყოლება იმ დროს, როცა საჭირო იქნება" - ამის შესახებ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულმა გიორგი ოკმელაშვილა სააპელაციო სასამართლოში, დასკვნითი სიტყვის დროს განაცხადა.
ცნობისთვის, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს სააპელაციომ ძალაში დატოვა და ის დამნაშავედ სცნო.
დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებასა და გიორგი ოკმელაშვილის უდანაშაულოდ ცნობას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა გადაწყვეტილება არ შეცვალა.
შეგახსენებთ, გიორგი ოკმელაშვილი შსს-მ 15 მაისს დააკავა 14 მაისის აქციაზე პოლიციელის ფიზიკური შეურაცხყოფის საბაბით. 17 მაისს სასამართლომ ოკმელაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შსს-ს 15 მაისის განცხადების თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობდა. ამასთან, საქმეს დაემატა ბრალი, რომელიც მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას გულისხმობდა.