ივანიშვილი იძულებული იყო, მისი ფინანსური ინტერესი სხვა იურისდიქციებიდან საქართველოში შემოეტანა - ბედინეიშვილი

28.04.25 23:55
ივანიშვილი იძულებული იყო, მისი ფინანსური ინტერესი სხვა იურისდიქციებიდან საქართველოში შემოეტანა - ბედინეიშვილი

ბიძინა ივანიშვილის "ბლუმბერგის" 500 ყველაზე მდიდარ ადამიანთა სიიდან ამოღებას "ტვ პირველის" ეთერში ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი აფასებს.

ბედინეიშვილი ვარაუდობს, რომ ოლიგარქის ქონების მკვეთრი შემცირება მისი აქტივების საქართველოში გადმოტანამ განაპირობა, რაც მისივე განმარტებით, ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება. 

ივანიშვილს ქონება იმიტომ კი არ შემცირდა, რომ ის აქტივები, რასაც ის ფლობს შემცირდა, არამედ ის იძულებული იყო, რომ ბევრი მისი ფინანსურ ინტერესი გადმოეტანა სხვა იურისდიქციებიდან და შემოეტანა საქართველოში, რა თქმა უნდა, ეს ირიბად სანქციების გავლენა იყო იმიტომ, რომ ივანიშვილს აქვს სანქციები, კიდევ არის ლაპარაკი მის დასანქცირებაზე და იმ ქვეყნებს არ უღირთ  საბოლოო მფლობელთან ურთიერთობა და არ უნდა მისი აქტივების მართვა. ამიტომ მას უთხრეს, წაიღე ეს აქტივები აქედან. სად უნდა წაეღო? ერთი ალტერნატივა იყო ჩრდილოეთ კორეა, რადგან სხვა იურისდიქციაში არ მიესვლება და მეორე ალტერნატივა იყო საქართველო, სადაც ჯერ კიდევ აქვს გავლენები სასამართლოზე, ფინანსურ სისტემაზე. ასე, რომ გადმოიტანა მისი აქტივები", - ამბობს გიგა ბედინეიშვილი.

Bloomberg-ის მიხედვით, "ქართული ოცნების" დამფუძნებელმა აპრილის 3 კვირაში 3.2 მილიარდი დაკარგა. ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება. ავლენიანმა გამოცემამ ოლიგარქი ყველაზე მდიდარი 500 ადამიანის სიიდან ქონების $3.6 მლრდ-მდე შემცირების გამო ამოიღო.

  • Bloomberg-ის 2025 წლის 31 მარტის მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის ქონება 7.45 მილიარდი დოლარი იყო და ის რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.

აღსანიშნავია, რომ Bloomberg-ის მილიარდერთა რეიტინგში პლანეტის 500 ყველაზე მდიდარი ადამიანია წარმოდგენილი. თუ ქონება 6.3 მლრდ-ზე ნაკლებია, პირი სიის მიღმა რჩება.