ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის და ალეკო ცქიტიშვილის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

29.04.25 10:01
ნანუკა ჟორჟოლიანის, მარიამ ბაჯელიძის და ალეკო ცქიტიშვილის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს

 

 

ნანუკა ჟორჟოლიანის და მარიამ ბაჯელიძის (“სირცხვილიას” ყოფილი წევრი) სახელებში ჩხრეკა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მარიამ ბაჯელიძე 7 თვის ორსულია.

 

სავარაუდოდ, ჩხრეკაა სხვა იმ ფონდების დამფუძნებლების სახლებშიც, რომლებიც პროევროპულ აქციაზე დაჯარიმებული ან დაზარალებული მოქალაქეებისთვის თანხებს აგროვებდნენ.

ცნობილი ხდება რომ ჩხრეკა ტარდება “ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის საცხოვრებელ სახლშიც. 

იქაც  პროკურატურის თანამშრომლები არიან შესულები.

სამოქალაქო აქტივისტების მიერ გავრცელებული ვიდეოდან ირკვევა, რომ სამივე პირთან პროკურატურის თანამშრომლები მოსამართლის განჩინების საფუძველზე შევიდნენ.

არსებული ინფირმაციით,  ალეკო ცქიტიშვილს ჯერ სახლთან პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონი ჩამოართვეს, რომელიც დალუქეს.

ჩხრეკასთან დაკავშირებით შესაბამის უწყებებს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ, თუმცა, საქმე, სავარაუდოდ, პროკურატურის მიერ საბოტაჟის საქმეზე ვატო შაქარიშვილის მიმართვის შედეგად დაწყებულ გამოძიებას ეხება.  

სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში „ნანუკას ფონდის", „ფროსფერითის", „თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის", „სირცხვილიას" და „ფონდის ერთმანეთისთვის" საბანკო ანგარიშები ამ დრომდე დაყადაღებულია.

მსგავსი სიახლეები